„მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ის ადამიანი, რომელიც ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში,” - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, თუ რა ფორმთ ჩაერთვება ის პოლიტიკაში, ამის შესახებ გადაწყვეტილებას თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეს ნორმალურია და ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია ისტორიას ვერ წაშლის. ამიტომ ის, რომ მას სურს ჩართვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ იქნება უკეთ, ცხადია კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. მთავარია ჯანმრთელობამ მისცეს ამის შესაძლებლობა. რა ფორმით ჩაერთვება, იქნება თუ არა კანდიდატი, ამაზე უკვე გადაწყვეტილებას მიიღებს მათ შორის თავად პრეზიდენტი სააკაშვილი. მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ის ადამიანი, რომელიც ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.