ვიმყოფები, გურჯაანის მერთან, ლერი გელენავასთან და ვიბარებ ანგარიშს, სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მერისგან პირადად მოითხოვა სამუშაოების დაჩქარება და ზარალის დათვლის პროცესში ჩართულობა, რაზეც მიიღო პირობა, რომ შესრულდება.
“ამ წუთებში ვიმყოფები, გურჯაანის მერთან - ლერი გელენავასთან და ვიბარებ ანგარიშს, სტიქიით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. ასევე, მივეცი პირობა, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივ დონეზე არანაირი ბიუროკრატიული პრობლემა არ ექნება მოქალაქეების საკეთილდღეოდ!
მერისგან პირადად მოვითხოვე, სამუშაოების დაჩქარება და ზარალის დათვლის პროცესში ჩართულობა, რაზეც მივიღეთ პირობა, რომ შესრულდება. ცხადია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გააგრძელებს მონიტორინგს გურჯაანში განვითარებული მოვლენების, პირადად ვიქნები ჩართული და ეს საქმე მექნება პირად კონტროლზე აყვანილი.” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.