საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა, პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.
„ჩვენ ნამდვილად ვადევნებთ თვალს მოვლენებს. ეს მოვლენათა აბსოლუტურად საშინელი განვითარებაა. ძალადობა მიუღებელია საზოგადოებაში, კიდევ უფრო მიუღებელია ეს პოლიტიკოსების წინააღმდეგ, აქტივისტების წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ. შესაბამისად, მე ნამდვილად მტკიცედ ვგმობ ამ თავდასხმას. იმედი მაქვს, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება და ამ ბანაკის მონაწილეებს არაფერი დაუშავდებათ“, - განაცხადა პეტრ მიკისკამ.
შეგახსენებთ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვებს ისვრიდა. ამასთან, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობი პირები ახალგაზრდებს ემუქრებიან.
მანამდე კი, პარტიის ცნობით, გორში პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.