პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია 17 ივნისს "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებზე მომხდარ თავდასხმებს ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულზე და საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.
„ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის.
ოცნებამ, ისევე როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო. ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.
ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!“ - წერს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვებს ისვრიდა. ამასთან, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობი პირები ახალგაზრდებს ემუქრებიან.
მანამდე კი, პარტიის ცნობით, გორში პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.