ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან მაკდონალდს ჯორჯიას ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.
“ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს. არც ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს...
განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო - ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს - არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა...
მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი”.
მაკდონალდსმა თავდაპირველ განცხადებაში ბოდიში მოიხადა ელტონ ჯონის შესახებ წიგნის გამო, მოგვიანებით კი წაშალა და მორიგ განცხადებაში "ბუნდოვანების გამო" ბოდიში მოიხადა.