„სად იყო რიჟვაძე 2008 წელს? 19 წლის იყო და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დროს ცდილობდა სარფის საზღვრის გადალახვას და გაქცევას.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, დევი ჭანკოტაძემ.
დევი ჭანკოტაძე გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომ 2008 წელს საქართველომ ომი „ლაჩრულად წააგო“.
„როდესაც შენი ქვეყნის ჯარისკაცებს ბრალს დებ ლაჩრობაში, შენ ხარ საქართველოს მტერი, ნაძირალა. ამ განცხადებით მან შეურაცხყოფა მიაყენა ყველა დაღუპულ სამხედროს, მათ ოჯახებს, ვეტერანებს. ერთი შეკითხვა მაქვს ვიღაც თორნიკე რიჟვაძესთან - სად იტყო 2008 წელს? 19 წლის იყო და დიდი ეჭვია მაქვს , რომ ცდილობა სარფის საზღვრის გადალახვას და ვინ არის ლაჩარი, 2008 წლის ომის მონაწილეები თუ თვითონ? შესაბამის პასუხს გასცემს საზოგადოება და სამხედროები.“ - განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.