საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. პარტია „მოქლაქეების „ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული ომი“ უწოდა.
„რიჟვაძეა თუ ვიღაცაა უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008 ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს! დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო. ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი ჰა? შენ სად იყავი ომის დროს შე მართლა თანამდებობაზე გაბღენძილო ლაჩარო“, - წერს ალეკო ელისაშვილი.
რიჟვაძე ანგარიშის წარდგენისას აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადის ზრდასა და, მათ შორის, რუსი ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობდა. მისი თქმით, 2019 წლის შემდეგ ვიზიტორთა რიცხვი და მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია.
„რეგიონში და განსაკუთრებით ბათუმში მომატებულია ტურისტული ნაკადები. დიახ, მომატებულია. ყველა აბსოლუტური რიცხვით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით, რომელიც არის პანდემიამდე არსებული, საკმაოდ წარმატებული სეზონი. გაორმაგებულია, როგორც ტურისტების, ვიზიტორების რაოდენობა ასევე შესაბამისად, შემოსავლების მოცულობაც. მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში, მათ შორის, იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა... აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.