აგვისტოს ომი წაგებული ომია დროებით, რა თქმა უნდა და ეს არის ის ბრძოლა რომელშიც საქართველო ჯერ კიდევ არის, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილიმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
"სამწუხარო რეალობა არის ის, რომ აგვისტოს ომი წაგებული ომია დროებით, რა თქმა უნდა და ეს არის ის ბრძოლა რომელშიც საქართველო ჯერ კიდევ არის და ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და მთლიანი, ოღონდ მშვიდობიანი გზით. დანარჩენი ამ საკითხებზე თქვენი სპეკულაციები არის აბსოლუტურად დამაზიანებელი, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა".
რიჟვაძე ანგარიშის წარდგენისას აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადის ზრდასა და, მათ შორის, რუსი ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობდა. მისი თქმით, 2019 წლის შემდეგ ვიზიტორთა რიცხვი და მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია.
„რეგიონში და განსაკუთრებით ბათუმში მომატებულია ტურისტული ნაკადები. დიახ, მომატებულია. ყველა აბსოლუტური რიცხვით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით, რომელიც არის პანდემიამდე არსებული, საკმაოდ წარმატებული სეზონი. გაორმაგებულია, როგორც ტურისტების, ვიზიტორების რაოდენობა ასევე შესაბამისად, შემოსავლების მოცულობაც. მინდა გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში, მათ შორის, იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა... აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.