გლობალური ომის პარტიას არ აქვს ხაბეიშვილის, მელიას, ხოშტარიას, ჯაფარიძის, ხაზარაძის იმედი, სააკაშვილის გათავისუფლებით ვითარების აყირავების იმედი ჰქონდათ, ამიტომ ჩართეს საქმეში ლამის ნახევარი მსოფლიო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას ბევრმა ადამიანმა სთხოვა სააკაშვილის შეწყალება.
ირაკლი კობახიძის თქმით, „გლობალური ომის პარტიამ დააორგანიზა ლამის ნახევარი მსოფლიო“, რათა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნისთვის მიეღწია.
„რა თქმა უნდა, ჩვენც ხომ ვიცით, ვინ იყო ჩართული ამ ყველაფერში. გლობალური ომის პარტიამ დააორგანიზა ლამის ნახევარი მსოფლიო, რათა მიზნისთვის მიეღწია. გლობალური ომის პარტიას არ აქვს არც ხაბეიშვილის იმედი, არც მელიას იმედი, არც ხოშტარიას, არც ზურა ჯაფარიძის, არც ხაზარაძის, არც სხვების იმედი და რაღაცნაირად იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ააყირავებდნენ აქ ვითარებას, ამიტომ ჩართეს ლამის ნახევარი მსოფლიო, რომ გაეთავისუფლებინათ მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.