ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილის პედოფილიის მორიგ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, მოძალადეები, მანიაკები, პედოფილები არსებობენ ყველა ქვეყანაში, მაგრამ საზოგადოებისა და სახელმწიფოს სიჯანსაღე იზომება იმით, თუ რა პასუხს სცემს მათ.
„ჩვენ, ევროპულ საქართველოს მიგვაჩნია აუცილებლად იმისთვის, რომ არასრულწლოვნები და ბავშვები დავიცვათ, უნდა შეიქმნას რეესტრი, სადაც ნებისმიერი ადამიანის სახელები და გვარები იქნება შეტანილი, ვინც ოდესმე შემჩნეული, დამნაშავე და ბრალდებული ყოფილა პედოფილიაში და ბრალი დადასტურებული აქვს.
ეს სახელები და გვარები ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის და ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გაიგოს ბინის ყიდვისას შემთხვევით გვერდით პედოფილი ჰომ არ ცხოვრობს, რომ თავისი შვილი უკეთ დაიცვას ასეთი უმსგავსობისგან. ჩვენ ვიცით, ეს რა ტიპის დანაშაულია, ხშირად ბავშვებს რცხვენიათ ამაზე საუბარი, არ ეუბნებიან მშობლებს და შემდეგ ხდება, ის რაც ხდება“ - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
საქარველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.