კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ არ ცერთი ადამიანი არ იქნება არჩეული პარლამენტის ვიცე-სპიკერად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, პარტია „საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კანდიდატურის წარმოდგენაზე უარს თუ იტყვის და დანარჩენი ოპოზიციიდან იქნება კანდიდატი წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში, მხარდაჭერას განვიხილავთ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია. თქვენც ხვდებით, რომ არჩევანი არის უკიდურესად დავიწროებულია. შესაბამისად, იმის პერსპექტივა, რომ ვიცე-სპიკერის არჩევა მოვახერხოთ, ძალიან დაბალია. ეს თანამდებობა თუ არ შეივსება, პრობლემა არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.