პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მას ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება უწოდა.
კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ შშმ პირები გამოიყენეს პროვოკაციისთვის.
„მინდა, გამოვეხმაურო პროვოკაციას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი. ყველაზე სამწუხაროა, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროვოკაციების განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შშმ ბავშვებს ამისთვის გამოყენება“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი განცხადებით, განხორციელდა პროვოკაცია, რომელსაც ტაშით შეხვდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
„ძალიან კარგად შეირგეს პასუხი, რადგან იციან, რომ არ არიან მართლები. ეს იყო და ეს. არავითარი ფიზიკური მუქარა არ ყოფილა. მათ მიიღეს სათანადო სიტყვები და ეს ძალიან კარგად შეირგეს, რაც სწორია, რადგან ისინი არ არიან მართლები, მეტი არაფერი ყოფილა. რაც შეეხება თვითონ კოორდინაციას, მინდა, გითრათ, რომ იგივე კუპიურები იყო აქ ზუსტად გადმოყრილი, რაც მანამდე რამდენიმე დღის წინ. სიმბოლურია, რომ ეს ყო 5 000-რუბლიანი კუპიურები. ისიც სიმბოლურია, რომ მანამდე ხოშტარიას ჩაერიცხა 5 მილიონი რუბლი. საერთო კოორდინაციაა და ეს ძალიან კარგად ჩანს. სად არის საზოგადოება? იქ იყო სამი, თუ ოთხი „გირჩელი“ მოსული „ფორმულასთან“ ერთად. ანუ, „ფორმულამ“ დაგეგმა პროვოკაცია და ამისთვის მიიყვანეს მასთან აფილირებული „გირჩელები“. სამი, თუ ოთხი კაცი იყო მთლიანად მოსული. მათი სახე ნახეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში რაც მოხდა, ეს იყო პოლიტიკურად დაგეგმილი, კოორდინირებული ქმედებები.
„დღევანდელი პროვოკაციის ავტორების სახე ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ. ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკურად დაგეგმილი, კოორდინირებული ქმედებები, რაც არის პირდაპირ აკერმანის სახელმღვანელოში წარმოდგენლი. მტკიცებულება გვაქვს ის, რომ ისინი არიან პირდაპირ აქტივისტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.