“რაც გუშინ “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იყო კიდევ ერთი საბოტაჟი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის,” - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რეკომენდაციები არ შესრულდება.
“რაც გუშინ გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ უთხრა, რომ კანონი დეოლიგარქიზაციაზე ამ ფორმით იქნებოდა რეპრესიული და არ უნდა მიეღო, “ქართულმა ოცნებამ” გუშინ, მაშინ, როდესაც დასრულებული იყო სხდომა, ოპოზიცია პარლამენტში არ იმყოფებოდა, მიიღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. “ქართული ოცნების” გუშინდელი საქციელი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არანაირი 12-პუნქტიან ვალდებულებას “ქართული ოცნება” არ შეასრულებს. გუშინ რაც ჩაიდინეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე, როდესაც მთელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ეუბნებოდნენ, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და იყო კატეგორიული უარი ვენეციის კომისიიდან, ამით “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი საბოტაჟი განახორციელა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ და რამდენიმე თვე არის დარჩენილი იმისთვის, რომ გავიგოთ პასუხი. “ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რეკომენდაციები არ შესრულდება და მეორე, რასაც აკეთებს ხელისუფლება ეს არის საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.” განაცხადა ანა წითლიძემ.