ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მხრიდან არსებულ ჰომოფობიურ პროპაგანდას ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქართულ ოცნებას წლებია ამ სიძულვილში ინვესტიცია აქვს ჩადებული, თან მოგონილ საკითხებზე აკეთებენ აპელირებას, თუმცა ფუნდამენტური თავისუფლების თემა და ყველა ადამიანის მიმართ ძალადობის დაუშვებლობა მათთვის არის მიუღებელი ამბავი.
„ქართული ოცნება თავად არის ძალადობასა და სიძულვილზე დამყარებული ჯგუფი, რადგან სწორედ ამაში ხედავენ ძალაუფლების შენარჩუნების გზას.საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს ხალხი ერთი მხრივ ჩვენს თავისუფლებას ემუქრება, არავის გამოყოფა არ არის სწორი, უმცირესობების თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაც არის, ხოლო მეორე მხრივ თან ცდილობენ ჩვენს მოტყუებას, როცა საუბრობენ, რომ თითქოს უმცირესობის დიქტატურის რაიმე საფრთხე არის საქართველოში და ამისგან იცავენ საზოგადოებას.
არცერთ ამ მავნებლურ სიცრუეს საზოგადოება არ უნდა აყვეს და უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს მთავარ ამოცანაზე, რომ ამ ისტორიულ მომენტში თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ, დავუახლოვდეთ ევროკავშირს და გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა, ხოლო ამას სჭირდება ამ რეჟიმის გამოცვლა“ - თქვა გიგა ბოკერიამ.