ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყველა მონაცემებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებასთან დაკავშირებით ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში, საზოგადოების მთავარი ამოცანა პუტინისტური ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლაა.
"ივანიშვილის რეჟიმმა რისი გაფუჭებაც შეძლო, ყველაფერი გააფუჭა. ამის მიუხედავად არსებობს შანსი, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ ყველა ჩვენგანის ამოცანა, საზოგადოების, ყველა შემთხვევაში არის, ამ პუტინისტური ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიულად, პროდასავლური ხელისუფლებით. იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ამ სტატუსით რეალურ წინსვლას ნატოს წევრობისკენ, ევროკავშირთან დაახლოებისკენ, დასავლეთში დაბრუნებისკენ, უსაფრთხოებასა და თავისუფლების დაცვისკენ სვლას".- ამბობს ბოკერია.