თუ ვინმე ცდილობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, ეს არის „რუსული ოცნება“, რომელმაც ჩამოაშორა ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას - თინა ბოკუჩავა
„თუ ვინმე ცდილობს ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, ეს არის „რუსული ოცნება“, რომელმაც ჩამოაშორა ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას და გადაიყვანა რუსულ ორბიტაზე,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავა გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ბრალდებას, რომ ოპოზიციას სურს დესტაბილიზაცია თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მუდმივად ელანდება და თხზავს ფსევდოდესტაბილიზაციის გეგმას, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს წარადგენს,
„ქართულ ოცნებას“ მუდმივად ელანდება და თხზავს ვითომ ფსევდო დესტაბილიზაციის გეგმას, რომლის ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერასოდეს ვერ წარადგენს, რადგან ასეთი არასოდეს არ არსებობდა, არ არსებობს და ვერ იარსებებს. ჩვენ ვართ პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა სტაბილურობა, მშვიდობა, განვითარება, დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის შეყვანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თუ რაიმეს მოაქვს დესტაბილიზაცია და ქაოსი, ეს არის ასოცირება რუსეთთან, ჩამოშორება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან და რუსეთის ორბიტაზე გადაყვანა და ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებს „რუსული ოცნება“ ყოველდღიურად, ყოველდღიურად საკუთარი რიტორიკით.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.