რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩავარდა. ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი Telegram-არხზე წერს. მისი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.
უპილოტო საფრენმა აპარატმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა
მისივე განცხადებით, რეგიონის ხელისუფლება სასწრაფო შეხვედრას გამართავს მომხდარის შესაფასებლად.
„საყოფაცხოვრებო დახმარების შესახებ პირველი ინსტრუქციები მივეცი კორპუსის მაცხოვრებლებს. მათ დახმარებას გაუწევენ. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სხვა სპეცსამსახურები“, – წერს გუსევი.
რუსული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმას ვორონეჟის საავიაციო ქარხანაზე ცდილობდნენ.