მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა არა შიმშილობისთვის, არამედ, ციხეში ჩაჯდა და იქიდან ანგრევს "ქართული ოცნების" ავტოკრატიულ რეჟიმს, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
“["ქართული ოცნების" წარმომადგენლების] კომენტარები ცალსახად ადასტურებს, როგორი შიში გამოსჭვივის მათ განცხადებებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოში მის პოლიტიკურ აქტივობაზე საუბრობენ. ყველამ ვიცით და პირველ რიგში, ქართულმა ოცნებამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს ის პოლიტიკური წონა და მხარდაჭერა აქვს, რომელიც ერთი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ქართული ოცნების დამარცხებას უზრუნველყოფს. ჩემი აზრით, ამ ქვეყნის რუსული ჭაობიდან გამოყვანა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივების გაშლა მარტო მიხეილ სააკაშვილს შეუძლია. სხვა საქმეა, თავად ის რამდენად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა არა შიმშილობისთვის, არამედ, ციხეში ჩაჯდა და იქიდან ანგრევს ქართული ოცნების ავტოკრატიულ რეჟიმს. მან საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა ქართული ოცნების რუსული ხასიათი და ბუნება. რა თქმა უნდა, თავად სააკაშვილის გადაწყვეტილება იქნება, ის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი 2024 წლის არჩევნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი იყოს.