ამერიკული მედიის ცნობით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა დაიწყო.
ინფორმაციას The Washington Post და ABC News ავრცელებენ/
ABC News უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ახლა მიმდინარეობს უკრაინის კონტრშეტევის აქტიური ფაზა.
გასულ კვირას დასავლეთის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ კარგად მომზადებული უკრაინული ქვედანაყოფები ბოლო დღეების განმავლობაში იკრიბებოდნენ სტრატეგიულ ადგილებში ფრონტის ხაზთან ახლოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოთხი წარმომადგენლის თქმით,
უკრაინის არმიამ გააძლიერა შეტევები ფრონტის ხაზზე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
უკრაინის არმიის შემადგენლობაში შედიან სპეციალიზირებული მოიერიშე ქვედანაყოფები. რომლებიც შეიარაღებულია დასავლური იარაღით და მომზადებულია ნატო-ს ტაქტიკით. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით შეტევები ნიშნავს მნიშვნელოვან წინსვლას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
რუსი ე.წ. სამხედრო ბლოგერები იუწყებიან სასტიკი ბრძოლების შესახებ ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინის დამცველების სამიზნე, შესაძლოა, იყოს ე.წ. სახმელეთო ხიდის დანგრევა რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმს შორის და ამით გაწვიტონ რუსეთის ძალების მომარაგების ხაზი.
დასავლური მედია ვარაუდობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, ასევე შესაძლოა, სცადონ მელიტოპოლისა და ენერგოდარის გათავისუფლება, სადაც მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.