ხვალ, 16 დეკემბერს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში, ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი მკითხველს წარუდგენს ავტობიოგრაფიულ რომანს - "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" .
ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ფილოლოგი, კრიტიკოსი კახა ჯამბურია და სხვა სტუმრები. პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა და გურამ დოჩანაშვილის ავტოგრაფის მიღება.
რომანი მწერლის ბოლო ნაწარმოებია, რომელიც ავტობიოგრაფიული შინაარსისა და გურამ დოჩანაშვილის ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდს მოიცავს. ავტორი წიგნზე ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და მისი გაგრძელებაზეს მუშაობასაც გეგმავს.