12 პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესი დაუსრულებელია. ასევე, უნდა ითქვა, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე ძირითად სფეროში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი განაცხადებით, წლების წინ საქართველო იყო ლიდერი აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. მისივე თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე ძირითად სფეროში.
„რამდენიმე დღის წინ წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ 12 რეკომენდაციის 80 პროცენტი უკვე შესრულებულია და ელოდება სამართლიან შეფასებას ევროპელი პარტნიორების მხრიდან შემოდგომაზე. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ეს მოსაზრება კითხვებს აჩენს იმ ინფორმაციების გათვალისწინებით, რომელსაც ვიღებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, ასევე კომისიის და დასავლელი პარტნიორებისგან. წლების წინ საქართველო იყო ლიდერი აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. ფაქტია, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესი დაუსრულებელია. ასევე, უნდა ითქვა, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას რამდენიმე ძირითად სფეროში. ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების კოლეგები დაიღალნენ თანამდებობის პირების და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან განცხადებების მოსმენით, რომ ჩვენ ვცდილობთ, ჩავითრიოთ საქართველო მეორე ფრონტის გახსნაში რუსეთის წინააღმდეგ. ეს კრემლის პროპაგანდის ნაწილია. ეს არ არის სიმართლე. ჩვენ ეს არ გვსურს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. თქვენს არცერთ მეგობარს არასდროს უსურვებია ჩაეთრიეთ კიდევ ერთ სისხლიან ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი.
საქართველო უკრაინას და მოლდოვას იმიტომ არ ჩამორჩება, რომ უკან არ ახევინებს რუსეთის არმიას სოხუმიდან, ის ჩამორჩება პოლიტიკური სამართლიანობის საქმეების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო, დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ძალადობის გამო, დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამო, პოლიციის სისასტიკის გამო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას უცხოელი აგენტების კანონპროექტის მიმართ. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში გაკეთებული განცხადების გამო, რომ ლგბტ უფლებების ხელშეწყობა არის ვციტირებ – უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე ტოლფასი. საქართველო მთავრობის მმართველი პარტიის ბუნდოვანი პოზიციის გამო რუსეთის მიმართ, რასაც ადასტურებს მთავრობის უარი თანხვედრაში იყოს ევროკავშირის სანქციებთან. ასევე, რუსეთს და საქართველოს შორის ბოლო დროს პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო“, – განაცხადა კალიურანდმა.