ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - 12 რეკომენდაცია იქნება შესრულებული და შესრულებული იქნება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრმა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საკუთარ მოლოდინებზეც ისაუბრა
„იმედები არის და ეს არის სწორედ იმ დიდი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ეწევა პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო გუნდი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი გუნდი. მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს ეს პროცესი. თუმცა, ამ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილება ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე ხელისუფლება როგორ მუშაობს და ოპოზიცია როგორ მავნებლობს. მაგალითად, რამდენად მზად არის დღეს ევროკავშირი გაფართოებისთვის, რამდენად მზად არის გადმოაბიჯოს შავ ზღვას, თურქეთს, რომელიც 1999 წლიდან არის კანდიდატი და თქვას, რომ მზად ვართ საქართველოს ინტეგრაციაზე“, - განაცხადა სუბარმა.