ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა.
ბოკერია აღნიშნავს, რომ ზელენსკის არ ეთანხმება და "საქართველო და ბელარუსი ერთი და იგივე ნამდვილად არ არის".
ბოკერიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით ბელარუსი არ არის, თუმცა ტრაექტორია ამ რეჟიმს ამ მიმართულებით აქვს.
"საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმაშფოთებელი ის კი არ უნდა იყოს, ზუსტი შეფასება და პარალელი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა თუ არა. არამედ ის, რომ რაზეც ზელენსკიმ ილაპარაკა - ნატოში გაწევრიანება უნდა მოხდეს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, იმიტომ რომ ნატოს გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამაზე ჩვენივე მთავრობა ხმას არ იღებს".- ამბობს გიგა ბოკერია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველ დღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე”.