ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველ დღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია.
არ უნდა იყოს ჩვენს კონტინენტეზე არც გაყინული და არც ცხელი კონფლიქტები. ცოტა ხნის წინ ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა, რატომ ნატო და პასუხი არის ძალიან მარტივი, როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები. სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რომ რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა, ან ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მორევში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველ დღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, სხვების იმედები აბსოლუტურად ილუზიური ხდება. იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე, ასევე ჩვენი ჯარისკაცების იმედგაცრუებაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.