„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის იმედს გამოთქვამს, რომ 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა სახელმწიფო ინტერესებს არ დააზიანებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის განცხადებები, მათ შორის, ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით არ იყოს დამაზიანებელი.
„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის განცხადებები ამ შემთხევაში არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით. სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებ. ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომლებმაც, შესაძლოა, დააზიანოს სახელმწიფო ინტერესი, იმედია, ასეთი არ იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.