საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს და არა საწინააღმდეგოდ.
„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ პრეზიდენტს მთავრობამ თანხმობა მისცა აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, ეს ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ყველანაირი მხარდაჭერა სტატუსის მისაღებად. პრეზიდენტთან დაკავშირებით, მე გავაკეთე განცხადება, რომ არ მინდა პოლემიკაში შევიდე, ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც ვუფრთხილდები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.