2010 წლის 17 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, გაიმართება `ფოლკლორის ეროვნული პრემიის~ ლაურეატთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
`ფოლკლორის ეროვნული პრემია~ 2008 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით დაარსდა და უკვე მესამედ ტარდება. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი უმაღლესი ჯილდო ქართული ფოლკლორის ისტორიაში.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან შექმნილი `ფოლკლორის ეროვნული პრემიის~ მიმნიჭებელმა კომისიამ, განსაზღვრა დარგები, პრიორიტეტები და ეროვნული პრემიის ლაურეატები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში: ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი; ხალხური სიმღერის ანსამბლი; ხალხურ საზომსა და თემატიკაზე შექმნილი ლექსებისათვის; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატი; ქორეოგრაფიული ანსამბლი; მოცეკვავე - შემსრულებელი; ბოლო დროის საექსპედიციო და სამეცნიერო-მეთოდური საქმიანობისათვის.
`ფოლკლორის ეროვნული პრემიის~ ლაურეატებს გამოავლენენ და ჯილდოებს გადასცემენ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები.
ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი პრემია, მედალი და დიპლომი.
`ფოლკლორის ეროვნული პრემია~ ფინანსდება `ფოლკლორის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამის~ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.