მონა ლიზას თვალის გუგაში აღმოაჩინეს ინიციალები, რომელიც სავარაუდოდ იმ ქალს ეკუთვნის, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ცნობილ პორტრეტისთვის მოდელი იყო. ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ მხატვარმა ნახატზე ლიზა გერარდინი გამოსახა, მაგარმ ახალი კვლევის ავტორი ამტკიცებს, რომ ეს გაურკვეველია.
პროფესორ სილვანო ვინჩეტის თქმით, აღნიშნულს უარყოფს ლათინური ინიციალების ჩE-ის არსებობაც. ტილოს უკანა მხარეს დაწერილია რიცხვი 149, რომელსაც კიდევ ერთი ციფრი აკლია. ისტორიკოსის აზრით, რა ციფრიც არ უნდა ყოფილიყო, მთლიანად იგი სურათის შექმნის თარიღს მიუთითებდა.
შედეგად ვინჩეტიმ დაასკვნა, რომ და ვინჩი "მონა ლიზას" 1490-იან წლებში ქმნიდა და არა 1503 ან 1504 წლებში, რასაც საყოველთაოდ მიღებული თეორია ადასტურებს. უფრო მეტიც, მეცნიერმა გადაწყვიტა, რომ ნახატი მილანში შეიქმნა, იმ დროს როდესაც ლიზა გერარდინი ფლორენციელი ვაჭრის შვილი იყო. ვინჩენტი მიიჩნევს, რომ და ვინჩის მოდელი იყო ქალი, რომელიც ჰერცოგ ლუდოვიკ სფორცის კარზე იმყოფებოდა. იგი მხატვარს მფარველობდა და სამსახურში 1482 წელს მიიღო.
მეცნიერმა მონა ლიზას მეორე თვალში აღმოაჩინა ინიციალები LV, რომელიც როგორც თვითონ მიიჩნევს, ნახატის ავტორზე მაინიშნებს.
ვინჩენტიმ თავისი აღმოჩენა ნახატის ფრაგმენტების მნიშვნელოვანი გადიდების შდეგად გააკეთა. "ლეონარდო და ვინჩის ძალიან უყვარდა სიმბოლოებისა და კოდების გამოყენება თავისი შეტყობინების გადასაცემად. მან გვაცნობა მოდელის ვინაობა, თვალის საშუალებით რომელსაც იგი სულის სარკედ და ინფორმაციის გადაცემის საშუალებად მიიჩნევდა", _ განაცხადა ვინჩეტიმ.