მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე დღეს, თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანა დოლიძე წერს, რომ თბილისი გადაქცეულია 30იანი წლების სასაკლაოდ, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქე არც ერთი წამით არ არის უსაფრთხოდ.
„ვერაზე მომხდარი მორიგ გარჩევაზე უკეთესი მაგალითი რა გინდათ საერთოდ სად ვართ. თბილისი გადაქცეულია 30იანი წლების ჩიკაგოდ, სასაკლაოდ, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქე არც ერთი წამი არ ხარ უსაფრთხოდ. ხელისუფლებას არ აქვს სისხლის სამართლის პოლიტიკა, აქვს ნულოვანი აზროვნება, ხედვა, უნარი და შესაძლებლობა ქალაქი გახადოს უსაფრთო ყველასთვის. დაცვა უნდა გყავდეს, თურმე, და თავად ხომ ყავთ, რომ თავად გადარჩნენ“, - წერს ანა დოლიძე.
გოგებაშვილზე მომხდარი სროლისას დაიღუპა ერთი ადამიანი, 2 კი დაიჭრა.