16 დეკემბერს, 19:00 საათზე, გაიხსნება ახალი გალერეა art-east. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ნანა ზაალიშვილის პირადი კოლექცია და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ღონისძიების მასპინძლები არიან კოლექციონერები იკა ბოკუჩავა და თათული დანელია.
გალერეა art-east -ში. გარდა მხატვრული ექსპოზიციებისა, დაგეგმილია მუსიკისა და პოეზიის საღამოები; გალერეის მენეჯერთა თქმით, დიდი ყურადღება მიექცევა არა მარტო საქართველოში მცხოვრები ქართველი მხატვრების ხელშეწყობას, არამედ ქართული დიასპორული შემოქმედების პოპულარიზაციასაც. იგეგმება მძლავრი ვებპორტალის შექმნა, რომელიც ქართველ შემოქმედებს მუდმივად მიაწოდებს ინფორმაციას მსოფლიოში მიმდინარე სიახლეების, კონკურსების, საგრანტო პროგრამების შესახებ.