საქართველოს კანონი `ამნისტიის შესახებ" დღეიდან ძალაში შევიდა. კანონი ეხება 600-ზე მეტ მსჯავრდებულს და ასევე ყველა იმ ბრალდებულს, რომლებმაც 2009 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებუკლი დანაშაული
`ამნისტიის შესახებ" კანონი ეხება ასევე იმ პირებს, რომლებმაც 2009 წლის 15 ოქტომბრამდე პირადი მოხმარებისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება და ამგვარად, ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული კატეგორიის პირებს გაუნახევრდებათ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
`ამნისტიის შესახებ" კანონი არ ვრცელდება ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მუხლით მსჯავრდებულ ან ბრალდებულ პირებზე. კანონი ეხება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელებს და არ ვრცელდება პირობით მსჯავრზე.