რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვაში არსებობს შავი სია რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც ქვეყანაში მოხვედრას ვერ შეძლებენ, ამასთან, მისი თქმით, ზოგიერთი თანამდებობის პირი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყობს, როდესაც მოლდოვაში შესვლას შეეცდება.
რეჩანმა განაცხადა, რომ შავ სიას ოდესმე გამოაქვეყნებენ. „რაღაც მომენტში ჩვენ გავაკეთებთ საჯარო სიას, ამ დროისათვის საკმარისია ის მექანიზმი, რომელიც დღეს მოქმედებს. არ ვიცი საჭიროა თუ არა სახელმწიფოს რესურსი დაიხარჯოს საჯარო სიის შედგენისთვის“, - განმარტა მოლდოვის პრემიერმა.
ამასთან, დორინ რეჩანმა აღნიშნა, რომ ქვეყანაშ არავინ შესულა ისეთი, ვისი შესვლაც არასასურველი იყო „ყევლას, ვინც ეწევა ომის პროპაგანდას, პირს მოვაკეტინებთ“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.