"უცებ გაშავდა, ჩაიკეცა და ზურგზე დავარდა... რომ მივედით კარებთან, იქაც ჩაიკეცა და იგივე განმეორდა," - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივა მედში" შესვლამდე ისაუბრა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშაა.
"ჩემ თვალწინ მოხდა ის, რომ დაკარგა გონება, აბაზანაში აპირებდა წასვლას. ცოტა ჭამა, ცოტახანი წამოჯდა, რომ უცებ არ ამდგარიყო. ამასობაში მე გვერდზე ვდგევარ და ვეუბნები, რომ ცოტახანი დაჯექი, მოსვენებით იყავი და მერე. მერე რომ დაიძრა მეც მივყვებოდი ასე, მივიდა კედელთან და წაბარბაცდა. უცებ გაშავდა, ფერი აბსოლუტურად შავი, ასე ჩაიკეცა და გაიშხლართა მთლიანად ზურგზე, დავარდა ზურგზე, დაკარგა გონება. ცოტა ხნის შემდეგ ექამმა ჩათვალა, რომ აბა წამოვაყენებ მაინც და წავიყვან და, რომ მივედით კარებთან აი, იქ ჩაიკეცა და ისევ იგივე განმეორდა. თავი რომ არ დამეჭირა, თავს დაარტყამდა ძალიან მაგრად",- თქვა გიული ალასანიამ.