ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთ რაიმე გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სქემაში ნახსენები ადამიანები „ქართული ოცნების“ ბიზნესმოკავშირეები არიან.
„ჩვენ მივხედოთ, ევროკავშირის რეზოლუციებში რომ წერია, რუსი ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილი და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის, მოსამართლეები რომ დასანქცირებული არიან და რუსეთში რომ მიგვათრევს ბიძინა ივანიშვილი, ამ პრობლემებს მივხედოთ, ეს არის დღეს ჩვენი ხალხის პრობლემა. „ბიბისის“ გამოძიება უმნიშვნელოვანესია და თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც ამ დრომდე არ არსებობს, პასუხი გაეცემა. ამიტომ დავით კეზერაშვილი თავის თავს მიხედავს. უბრალოდ, საქართველოში რომ დღეს ეკონომიკური სიდუხჭირეა, რუსეთში რომ მიგვათრევენ, სტატუსს რომ საფრთხე ემუქრება, ამის განსაზღვრელი ეს ვერ არის.
ცხადია, უმნიშვნელოვანესია ეს სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ყველაფერს გასცემს პასუხს. ასევე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ იმ სქემაში ნახსენები ადამიანები საქართველოში დღეს არიან „ქართული ოცნების“ ბიზნესმოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ესენი არიან მგელაძე და ბენიამინი, რომლებსაც ბიზნესები აქვთ საქართველოში, კალაძის მერიის გვერდით ოფისები აქვთ. მაგალითად, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, ამ ქვეყანაში რომ ტრანსნაციონალური დანაშაული მექად აქცია ბიძინა ივანიშვილმა, უჩა მამაცაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა. რაიმე გამოძიება თუ იარსებებს, იმას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და გაეცემა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.