„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილი ამბობს,რომ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციებად რჩება და არანაირი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის არც ევროპული ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოებისგან.
ბეჟაშვილის შეფასებით, აღნიშნული თემა რიგი საკითხების გადასაფარად სამთავრობო მედიის მიერაა შემოგდებული.
„მაქვს ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა კვლავ შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი ნიგერიაში, იმავდროულად, რიკოთზე არსებული კატასტროფული მდგომარეობა, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეილი და სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის სანქცირების საკითხი. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, რომ დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეჭი და დარჩება სამთავრობო მედიის გავრცელებულ პროპაგანდად“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა. BBC ასაჯაროებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, ვინც თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.