ევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.
ამ ისტორიულ დღეს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება
მისი თქმით, 23 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააგებინა ყველას და უთხრა საკუთარ თავს პირველ რიგში, რომ საბჭოთა რუსეთის რეპრესიებისა და უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო ყოველთვის მოწადინებული იყო, ყოფილიყო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა.
როგორ ბოკერიამ აღნიშნა, ქართული საზოგადოება მზად იყო ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის კიდევ შეეწირა მსხვერპლი, რასაც ორ წელიწადში მოჰყვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
„დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია იმ ამოცანისთვის, რასაც ადამიანებმა 23 წლის წინ ამ ადგილას თავის შესწირეს. ეს დღე და მთლინად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის არ დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება“ - თქვა ბოკერიამ