თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალი "პრომეთე" დასრულდა. მთავარი პრიზის, "ოქროს პრომეთეს" მფლობელი მხატვრულ ფილმ "სუსას" რეჟისორი რუსუდან პირველი გახდა..
ეს გადაწყვეტილება ხუთკაციანმა ჟიურიმ მიიღო. საქართველოში ფილმი პირველად აჩვენეს.
კინოფესტივალ "პრომეთეში" მონაწილეობას 19 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. სულ ნაჩვენები იყო ასი მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმები.
სერგო ფარაჯანოვის სახელობის სპეციალური პრიზი პოლონელ რეჟისორს, პაველ სალას ფილმისთვის "კატების დედა ტერეზა" გადაეცა. "ვერცხლის პრომეთე" სერბი რეჟისორის ფილმ "ჩვეულებრივ ადამიანებს" გადაეცა. ფესტივლზე წარმოდგენილი იყო სტუდენტური ფილმებიც.
ფესტივალი ქართული ფილმების ჩვენებით დასრულდა.