დღეს, 12 დეკემბერს, 18:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის ცენტრალურ საბავშვო თეატრში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მიუზიკლი "სიმღერად თქმული ზღაპარი".
ღონისძიება ორგანიზებულია "ჯოინთის" მიერ და ეძღვნება ებრაულ დღესასწაულს - ხანუქას აღნიშვნას საქართველოში.
ხანუქა ებრაულად განახლებას, კურთხევას ნიშნავს. ეს არის ებრაული დღესასწაული, რომელიც იწყება 25 ქისლევს და გრძელდება 8 დღეს, ტევეთის თვის 2 ან 3 რიცხვამდე. დღესასწაული დაწესდა ძვ. წ. II საუკუნეში, მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტაძრის ტერიტორია გათავისუფლდა ბერძნულ-სირიული არმიისა და მათი მოკავშირე ებრაელებისგან ძვ. წ. 165 წელს. სამი წლით ადრე, იმავე დღეს, ქისლევის 25-ში ანტიოქე ეპიფანემ (ძვ. წ. 175-164) შეურაცხყო ისრაელის მთავრი სიწმინდე.