სანქტ-პეტერბურგის კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულია 17 ადამიანი.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.
ტელეგრამ არხების ცნობით, ბომბი იმ ქანდაკებაში იყო დამონტაჟებული, რომელიც რუს სამხედრო ბლოგერს უცნობმა ქალმა აჩუქა.
პეტერბურგის გამოცემა „ფონტანკა“ აღნიშნავს, რომ კაფე ადრე ეკუთვნოდა სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელს ევგენი პრიგოჟინს. უქმე დღეებში კაფეში იკრიბებოდა კლუბ „კიბერ Z ფრონტის“ სადისკუსიო კლუბი.