აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა სამშაბათს, 4 აპრილს გაიმართება.
ამის შესახებ ტელეარხ ABC-ის ეთერში ტარმპის ერთ-ერთმა ადვოკატმა გაანცხადა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ.
ამერიკის ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს (მოქმედს ან ყოფილს) სისხლის სამართლის ბრალს წაუყენებენ.
ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ საქმეს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.
ნიუ-იორკის პროკურატურა ტრამპის წინააღმდეგ იძიებს საქმეს, რომელიც პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან სკანდალს უკავშირდება. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს, ტრამპის მაშინდელმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს 130 000 დოლარი გაუგზავნა, რათა მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა. დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა.