რუსეთმა უნგრეთი არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა დასავლეთის სანქციებთნ შეერთების გამო.
ამის შესახებ უნგრეთში რუსეთის ელჩმა ევგენი სტანისლავოვმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ უნგრეთი იცავს თავის ინტერესებს, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, ფაქტი ფაქტად რჩება. „უნგრეთმა ხელი მოაწერა ბრიუსელის მიერ დაწესებულ ყველა ანტირუსულ სანქციათა პაკეტს და იძულებულია ის მკაცრად შეასრულოს“, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ბუდაპეშტი აჩვენებს პრაგმატულ პოზიციას, რომელზეც უარის თქმას ჯერჯერობით არ აპირებს ევროკავშორისა და ნატო-ს ზეწოლის მიუხედავად.