დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის განცხადებით, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში, ამერიკული მხარის შეფასებით 220 ათასს აჭარბებს. აღნიშნულ მონაცემებში შედის დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა.
უკრიანაში ბრძოლის ველზე არსებული ვითარების კომენტირებისას ბრიტანელმა მინისტრმა აღნიშნა,რომ რუსული ჯარი ბოლო პერიოდში ვერანაირ პროგრესს ვერ აღწევს და უდიდეს დანაკარგებს განიცდის.
„რუსულ ჯარს ამ მომენტისთვის ნამდვილად აქვს ზოგიერთი მნიშვნელოვანი და ღრმა სისტემური პრობლემები თავიანთ მოქმედებებში. აშს-ის ბოლო მონაცემებით, რუსეთის დანაკარგი დაღუპულებისა და დაჭრილეის სახით 220 ათასს აღემატება“, - აღნიშნა მან.
თებერვალში ბრიტანეთის თავდაცვა იუწყებოდა, რომ ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ და დაჯგუფება ვაგნერმა“ 175-დან 200 ათასამდე ადამიანი დაკარგა, მათ შორის 60 ათასამდე დაღუპულია.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მარტში რუსეთის ყოველდღიური დანაკარგები შეაფასა - მათი ინფორმაციით, რუსეთი დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 1500-მდე ადამიანს კარგავს.