„თითოეული ქალი, რომელიც უპირისპირდება ბინძურ სისტემას შალვა რამიშვილის სახით, მინდა ვუთხრა, რომ ამ სამართლიან ბრძოლაში ვიქნები მათ გვერდით“, -ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ანი წითლიძის თქმით, შალვა რამიშვილის მხრიდან ქალების მიმართ სექსუალური შევიწროვების ფაქტები გამაოგნებელია.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი ქალის სამართლიანი ბრძოლა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საჯაროდ მტკიცებულებებით არის მხილებული სექსუალურ შევიწროებაში. ფაქტები არის გამაოგნებელი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და მასშტაბები, თუ რამდენ ქალს შეეხო სექსუალური შევიწროება შალვა რამიშვილის მხრიდან არის გამაოგნებელი“. - განაცხადა ანი წითლიძემ
ბრიფინგის დროს, მან ასევე მიმართა სახალხო დამცველს, რომელიც ამ დრომდე არაფერს ამბობს ამ ფაქტთან დაკავშირებით და ეს დუმილიც არის დანაშაული;
„სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობა არის ადამიანის უფლებების დაცვა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს. სისტემა, რომელიც ცდილობს ქალების სამართლიან ბრძოლას „ქართული ოცნების“ ბინძური პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, დაუპირისპიროს ტერორი, შავი პროპაგანდა და სისტემა ცდილობს, რომ იყოს მოძალადის მხარეს, ამ ფონზე, მე მინდა მივმართო საქართველოს სახალხო დამცველს. რბილად რომ ვთქვათ, სახალხო დამცველის ასეთი დუმილი არის ძალიან არასწორი და სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავისი სიჩუმით იდგება არა მოძალადე რამიშვილის მხარეს, არამედ იმ ქალების მხარეს, რომლებიც განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას, შალვა რამიშვილის მხრიდან“. - განაცხადა ანი წითლიძემ
ბრიფინგის ბოლოს კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომელთაც აქვთ ყველანაირი მტკიცებულება იმის, რომ შალვა რამიშვილი სექსუალურა ავიწროვებდა ქალებს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამაზე არანაირი რეაგირება არ აქვს;
„მე ასევე მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონოდა რეაგირება და უკვე მოკვლევა დაეწყო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც დუმს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „რუსული ოცნება“ თავისი პროპაგანდისტის დაცვას ცდილობს ყველა ხერხით“.- განაცხადა ანი წითლიძემ.