უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინა გახდა უფრო ძლიერი, მტერი კი უფრო იზოლირებული და უიმედო.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ დღეებში უკრაინამ მიიღო სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გადაწყვეტილება - აშშ-სგან, ლიეტუვისგან, ფინეთისაგნ, გერმანიისგან. ამის გარდა, შვედეთის პარალმენტმა დაამტკიცა უკრაინის თავდაცვითი დახმარების მე-11 პაკეტი. ასევე არსებობს პაკეტი უსაფრთხოებისა და ძლიერი შეთანხმების შესახებ იაპონიასთან. ასევე ხორვატიის მთავრობამ მიიღო უკრაინელი დაჭრილების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამა.
ამის გარდა, ამ კვირაში საბერძნეთი შეუერთდა პარტნიორების ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ სპეცტრიბუნალის შექმნაზე, ისლანდიამ კი გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
„ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსულმა რევანშიზმმა წააგოს უკრაინის და ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ აგრესიის ყოველ ელემენტში.
რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, ეკონომიკაში, საერთშორისო ურთიერთობებში, მცდელობებში შეცვალოს ისტორიული სიმართლე რაღაც იმპერიული მითებით. კრემლი მარცხდება ჩვენი ხალხის დამონების მცდელობაში.
სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება საიმედო გარანტია ახალი აგრესიისა და კრიზისებისაგნ დასაცავად“, - განაცხადა ზელენსკიმ.