„ევროპარლამენტი საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, არ არის პოლარიზებული, ამიტომ როდესაც შეურაცხყოფას აყენებთ ერთ ევროპარლამენტარს, შეურაცხყოფას იღებს მთელი ევროპარლამენტი. გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება“, - განაცხადა დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.
მისი განცხადებით, გორში აქტიურად მიმდინარეობს რუსული პროპაგანდა. დეპუტატი დაინტერესდა რა იდეა აქვს პრემიერ-მინისტრს იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსეთმა ეს ბოროტი პროპაგანდა არ განახორციელოს“.
„გორში აქტიურად მიმდინარეობს რუსული პროპაგანდა, მცდელობა იმისა, რომ მოხდეს გარუსება. მე მაინტერესებს, თქვენ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რა იდეა გაქვთ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად ,რომ ეს ბოროტი პროპაგანდა არ განახორციელოს რუსეთმა?!“ - აღნიშნა ქეთევან თურაზაშვილმა.