ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ქართული ოცნების თავმჯდომარემ მას "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.
ნაკაიძე კობახიძეს ამბობს, რომ მძიმე რეპუტაცია არა, თუმცა "მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია" აქვს.
"ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს"- წერს ნაკაიძე Facebook-ზე.
"როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის გასაგები", -განაცხადა კობახიძემ.
22 მარტის სხდომაზე ტარიელ ნაკაიძეს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მიკროფონი ჩაარტყა.