უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქის ქალაქ რჟიშჩივზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ნანგრევების გაწმენდის დროს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
რჟიშჩივში სამაშველო-სამძებრო საუშაოები უკვე დასრულებულია.
22 მარტს, ღამით, კივეში და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
საჰაერო თავდსხმის დროს კიევის, ხმელნიცკისა და ჟიტომირის ოლქებში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ იმუშავა.
გავრცელებული ცნობით, მტრის შეტევის დროს, 22 მარტს უკრაინელმა დამცველება 21-დან 16 Shahed-ის ტიპის დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 8 უპილოტო საფრენი აპარატი კიევის თავზე დაფიქსირდა, ყველა მათგანი თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.