ვაშაძემ, ხოშტარია მდა გირჩი ჯაფარიძემ არ დაიზარეს, მოიარეს მთელი ევროპა და ყველგან ჩვენს ევროპელ კოლეგებს ეხვეწებიან და ემუდარებიან, რომ საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი. პირდაპირი გზით მტრობენ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მეორდება ისტორია, რომელიც იყო ასოცირების ხელშეკრულების ხემოლწერამდე და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭებამდე.
ეორდება ზუსტად ის, რაც იყო ასოცირების ხელშეკრულების ხემოლწერამდე და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭებამდე, ახსოვს საზოგადოებას, როგორ დადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, კონკრეტული პირები და ემუდარებოდნენ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, რადგან ეს არ შედიოდა მათ პარტიულ ინტერესში, სწორედ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების რევანშის შემდგომ მათ სურდათ ამ ყველაფრის გაკეთება. ისინი საკუთარ ქვეყანას მტრობენ ამით. ამას კარგად აღიქვამს საზოგადოება. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებს ჩვენ მიერ გაწეულ დიდ შრომას მონიტორინგის დასკვნამ ძალიან მაღალი შეფასება მისცა. ვფიქრობთ, საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ხოლო საქართველოსთვის გადავადებით დასრულდა, არ უნდა განმეორდეს. ეს არ არის არც სამართლიანი, არც სწორი და არც იმ ქმედების ადეკვატური, რასაც საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება დღე და ღამ აკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი იყოს მეტად უფრო პერსპექტიული და მეტად უფრო ნათელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.