ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 21-დან 16 დრონი ჩამოაგდეს.
„22 მარტს, ღამით, მტერმა „შაჰედი-136“ უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული ავიადარტყმა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გამოშვებული 21-დან 16 დრონი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.
გენშტაბში აღნიშნავენ, რომ დარტყმების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ისევ შენარჩუნებულია. უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსი აგრესორი არ წყვეს ომის წესების უგულებელყოფას, ცეცხლს უხსნის დასახლებულ პუნქტებს, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს.
„გასულ ღამეს ოკუპანტებმა განახორციელეს 10 სარაკეტო და 32 ავიადარტყმა, ასევე 90-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლოს რეაქტიული სისტემებიდან, უმეტესად, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
22 მარტს, ღამით, კიევის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. არსებობდა დრონებთ დარტყმის საფრთხე, ხელიუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და სიფრთხილისკენ მოუწოდეს.
დილით კიევის საქალაქო სამხედრო ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა სერეგი პოპკომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მიმართუელბით Shahed-ის უპილოტო-საფრენი აპარატები გაუშვა.
პოპკოს ინორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.