UNESCO უნიკალური მოქვის სახარების დიაგნოსტიკას დააფინანსებს. 2010 წელს UNESCO-მ გამოაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა, რომელშიც საქართველოდან წარდგენილი იყო 60-მდე პროექტი. ადგილობრივმა კომისიამ შეარჩია 10 პროექტი და გაიგზავნა UNESCO-ს ცენტრალურ ოფისში განსახილველად.
საერთაშორისო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი, რომელიც ეხება მოქვის სახარების დიაგნოსტიკასა და დააფინანსა. გამოყოფილი თანხა 24 000 $ - ს შეადგენს.
ხელნაწერის დიაგნოსტიკის შემდეგ ცნობილი გახდება, თუ რა გზით უნდა მოხდეს სახარების რესტავრაცია, რომელიც მრავალწლიანი და ძვირადღირებული პროექტია.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს მოქვის სახარების გადარჩენაში. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 700 685, ზარის ღირებულებაა 1 ლარი.